ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საერთაშორისო მედიის რეაქციას საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ისტერიას" უწოდებს.
განცხადება ამის შესახებ ადელ ალ ჯუბეირმა ბაჰრეინში, უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს მოუწოდა, გამოძიების დასრულებას დაელოდონ.
ჯუბეირმა საუდის არაბეთში დაკავებული ეჭვმიტანილების თურქეთში ექსტრადირებაც გამორიცხა და აღნიშნა, რომ მათ სამშობლოში გაასამართლებენ.
ამავე ფორუმზე სიტყვით გამოვიდა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანიც.
ჯეიმს მატისის შეფასებით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობა რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი საპასუხო ზომების მიღებასაც განიხილავს.