26 დეკემბერი 2024,   15:06
ვრცლად
„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ მარიხუანიზმის ეპოქა დამთვრდება" - შალვა ნათელაშვილი

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ მარიხუანიზმის ეპოქა დამთვრდება და ვერავინ გაბედავს, მოგვიწამლოს და მოგვიკლას შვილები. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ არ გაიყიდება არცერთი გოჯი ქართული მიწა უცხოელებზე,“ - ასე მიმართა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს შემაჯამებელ შეხვედრაზე.

შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 28 ოქტომბერს არ აირჩევს.

„გამოვიდა ორი დღის წინ ბატონი ივანიშვილი და პირდაპირ აღიარა, რომ მის ინტერესებშია მარიხუანის დათესვა და არა უფასო ფული, 150 ფაბრიკა-ქარხანა, არა განახევრებული გადასახადები, არა დაბალპროცენტიანი კრედიტები, არა გაზრდილი პენსიები და ხელფასები, რასაც გვპირდებოდა, ახლა იმისთვის, რომ ბიუჯეტი გაივსოს, თავისი ბიუჯეტი ჰქონდა მხედველობაში, საჭიროა მარიხუანის დათესვა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

დღის ამბები