26 დეკემბერი 2024,   14:59
ვრცლად
"შანტაჟის ენა რთულია მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ გაგაჩნია" - გიორგი ვოლსკი "ომეგა ჯგუფის" საქმეზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი, ომეგას თამბაქოს ქარხნის მიერ მუშაობის განახლებას დადებითად აფასებს.

ვოლსკის თქმით, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა სწორი გადაწვეტილება მიიღო, როდესაც დავალიანების დაფარვა გადაწყვიტა.

დეპუტატი ასევე დადებითად აფასებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქარხანას ყადაღა მოუსხნა.

„პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო თავის ბიზნესისთვის, როგორც არის უკეთესი იმიტომ, რომ შანტაჟის ენა რთულია მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ გაგაჩნია. ხალხისთვის, მათ შორის, იბერიას ჟურნალისტებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, საკმაოდ ნათელია, თუ რასთან ჰქონდათ საქმე. ადამიანმა უნდა შეასრულოს თავის ვალდებულება და ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ აბსოლუტურად სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ომეგას თამბაქოს ქარხანამ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიონი ლარი ჩარიცხა, რის შემდეგაც კომპანიას მოეხსნა ყადაღა.

ომეგა ჯგუფი უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვდა აქციზური მარკების გადაცემას, რასაც მოჰყვა ფარული ჩანაწერების გავრცელება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის ფაქტებზე მიუთითებდა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები