26 დეკემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ივანიშვილმა უკან დაიხია - "ომეგა ჯგუფის" თამბაქოს ქარხანა უკვე ამუშავდა

ივანიშვილმა უკან დაიხია - ომეგა ჯგუფის თამბაქოს ქარხანა უკვე ამუშავდა. ომეგამ ბიუჯეტში დავალიანების დაფარვა დაიწყო და მილიონი ლარი გადარიცხა.

გუშინ ომეგას დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა, ბრიფინგი დააანონსა, ჟურნალისტები იბერიას შენობაში დაიბარეს, თუმცა, ბრიფინგი ტექნიკური მიზეზებით ორჯერ გადაიდო და შემდეგ გაუქმდა.

ფაქტია, რომ ზაზა ოქუაშვილს არჩევნების წინ ისეთი რამის თქმა ან ჩვენება უნდოდა, რამაც ივანიშვილს უკან დახევა აიძულა. შესაძლოა, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი ფარული ჩანაწერი იყო, სადაც ის ბიზნესმენს ოთხი მილიონის გადახდას სთხოვს.

ჩანაწერის არსებობა ნაწილობრივ ივანიშვილმაც დაადასტურა, რომელმაც ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ზაზა ოქუაშვილს ორჯერ შეხვდა და მის დაცვას არ შეუმოწმებია, ჰქონდა თუ არა ჩამწერი მოწყობილობა ბიზნესმენს.

ხელისუფლება უკვე ამბობს, რომ კომპანიასთან პრობლემის მოგვარება დაიწყო. ქართული ოცნების ლიდერებს დღევანდელ განცხადებებში ზაზა ოქუაშვილი აღარ გაულანძღავთ, თუმცა, მანამდე იყო შეურაცხყოფების კასკადი ბიზნესმენზე.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღადგენს მაუწყებლობას ტელეკომპანია იბერია, რომელიც სწორედ ომეგას ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა. თუმცა, ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ იბერია აუცილებლად გაიხსნება. 

დღის ამბები