დარღვევები წყნეთში - დილიდან საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ წყნეთის 137-ე საჯაროს სკოლაში, სადაც განთავსებულია #66, #70 და #75 საარჩევნო უბნები, იმყოფებიან „ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს.
„ესენი არიან "ქოცების" წარმომადგენელები და ხდება ამომრჩევლების მოყვანა და ხმის მიცემა,“-აცხადებენ ადგილზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლები.
ის პირები, კი რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს აცხადებენ, რომ ადგილზე იმყოფებიან, როგორც რიგითი მოქალაქეები.
„მე პარტიას არ წარმოვადგენ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ. ვარღვევ რამეს?,“-აცხადებენ ადგილზე მყოფი პირები.