სატელეფონო ზარები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან - "კურიერს" რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა, რომელმაც „რუსთავი 2“-ს კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ტელეფონზე ურეკავენ და ეკითხებიან იყვნენ თუ არა არჩევნებზე.
„დაგვირეკეს მობილურ ნომერზე და გვკითხეს ვიყავით თუ არა არჩევნებზე. მე მგონია, რომ დარღვევაა და საჭიროდ ჩავთვალე, რომ გაცნობოთ,“-განაცხადა "კურიერთან" ერთ-ერთმა მოქალაქემ.
სალომე ზურაბიშვილის შტაბში თავდაპირველად "კურიერს" უთხრეს, რომ მონაცემებს ამოწმებდნენ მამუკა მდინარაძესთან, მასშემდეგ კი რაც მათ გაიგეს, რომ ესაუბრებოდნენ ჟურნალისტს, განაცხადეს, რომ ურეკავენ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მეგობრებს.
„მე ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილის ახლობლებს და მეგობრებს უკავშირდებიან. შემთხვევით თუ ვიღაცის მეზობელთან მოხვდა, დიდი ამბავი მოუბოდიშებს და დამთავრდება მაგითი საქმე,“-აცხადებენ ზურაბიშვილის შტაბში.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.