17 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
„საინტერესოა ამ ადამიანების მობილური ტელეფონების ნომრები საიდან აქვთ"-საია ზურაბიშვილის შტაბიდან მოქალაქეებთან შესულ ზარებს ეხმაურება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამომრჩევლების  პირად მობილურ ტელეფონზე სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან განხორციელებულ ზარებს შეისწავლის. სულხან სალაძის განცხადებით საინტერესოა ის ფაქტიც, საიდან აქვს შტაბს მოქალაქეების პირადი მონაცემები.

„საინტერესოა ამ ადამიანების მობილური ტელეფონების ნომრები საიდან აქვთ, როცა უკავშირდებიან და ეუბნებიან უბანზე გამოცხადებას და კონკრეტული პირის სასარგებლოდ ხმის მიცემას. ვინაიდან თავად მათ, მოქალაქეებს ეს ნომრები გადაცემული არ ექნებათ. ამიტომაც აქ, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის როლი და ფუნქციაც არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის გამორკვევისას. თუ როგორ მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება და შემდგომში დამუშავება მითუმეტეს ამ მიზნებისთვის. ვიცით რომ არჩევნებში მონაწილეობა პირის უფლებაა და  არა ვალდებულება და ასე კონკრეტულად სატელეფონო ზარებით პირების ერთგვარი იძულება, რომ ისინი გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მითუმეტეს კონკრეტული პირის სახელი და გვარის მითითებით მისცენ ამა თუ იმ სუბიექტს ხმა, ცხადია ეს შეიძლება განვიხილოთ დიდი ალბათობით ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან ამომრჩევლებს ურეკავენ, "კურიერს" რამდენიმე მოქალაქემ მიაწოდა. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ ტელეფონზე ურეკავენ და ეკითხებიან იყვნენ თუ არა არჩევნებზე. სალომე ზურაბიშვილის შტაბში თავდაპირველად "კურიერს" უთხრეს, რომ მონაცემებს ამოწმებდნენ მამუკა მდინარაძესთან, მასშემდეგ კი რაც მათ გაიგეს, რომ ესაუბრებოდნენ ჟურნალისტს, განაცხადეს, რომ ურეკავენ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის მეგობრებს. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები