17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის პლაკატები საარჩევნო უბანზე - ხმაური სოფელ კოკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე  

დილიდან ხმაურით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სამეგრელოში. სოფელ კოკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის პლაკატები და ბანერები იყო განთავსებული. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პლაკატების ჩამოხსნა სცადა, რაშიც მათ ხელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეუშალეს.

გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მათ მომხრეებს „ქართული ოცნების“ აგიტატორები და მომხრები ხელს უშლიან საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.

რაც შეეხება სოფელ ორსანტიას, ნომერ 59-ე საარჩევნო უბანს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო უბანთან მდგარ ავტომობილს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ავტომობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგა, სადაც ამომრჩეველთა სიებით კოორდინატორები ისხდნენ.

„ჩინოვნიკებმა გამოუცხადეს ომი ჩვეულებრივ ადამიანებს. ცდილობენ, რომ აქ დათრგუნონ მანქანის მოყენებით, 48-ების ფრიალით. გარდა ამისა, უკვე შეურაცხყოფებსაც აყენებენ. ჩემს გვერდით იყო ქალბატონი, შვილმკვდარი დედა, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა. 8 თვეა მე დავდივარ აქ სოფელ-სოფელ და არც ერთი ჩინოვნიკი არ მინახია არსად სოფლებში. დღეს, 28-ში გინდათ ჩინოვნიკის ნახვა? მობრძანდით უბანთან და აგერ არის კასტინგი მათი. აქ არიან მათხოვრებად დადებულები, რომ იქნებ ხმა გამოსძალონ ხალხს. ეს არის ჩინოვნიკების ომი ქართველ ხალხთან,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

დღის ამბები