17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
"ევროპული საქართველო" უბნებზე ე.წ. კარუსელებზე საუბრობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბოლო ერთ საათში დაფიქსირებულ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს. გიგი უგულავას განცხადებით არის დადასტურებული ე.წ. კარუსელი, რომელიც მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოზე, #29 უბანში დაფიქსირდა.

„მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანათ და ესე დაეტრიალებინათ მაგრამ როგორც ჩანს აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა. შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ეს ბიულეტენი დახია,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელიც „ევროპული საქართველომ“ დააფიქსირა.

გარდა ამისა, გიგი უგულავას განცხადებით დარღვევები დაფიქსირდა საბერძნეთში, სალონიკში გახსნილ უბნებზეც. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, კომისიის თავმჯდომარემ სადემონსტრაციო ოქმში დავით ბაქრაძე გადახაზა და თქვა, რომ ის აღარ იყრიდა კენჭს. პარტიის წარმომადგენლების პროტესტის შემდეგ, გიგი უგულავას თქმით უბნის თავმჯდომარემ სადემონსტრაციო ოქმი მოხსნა კედლიდან და დახია. 

დღის ამბები