17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
მთა-თუშეთში მომსახურე მესაზღვრეები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ - ადგილზე გადასატანი ყუთი არ ჩაიტანეს

მთა-თუშეთში მომსახურე მესაზღვრეები დღეს საკუთარ არჩევანს ვერ დააფიქსირებენ, რადგან მათთან გადასატანი ყუთები არ მიუტანიათ. ახმეტის საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ მთა-თუშეთამდე მისასვლელი გზა 20 ოქტომბრიდან არის ჩაკეტილი, რის გამოც ავტომობილით ადგილამდე გადასატანი ყუთების მიტანა ვერ მოხერხდა. კითხვაზე, რატომ არ მოხდა გადასატანი ყუთების ტრანსპორტირება ვერტმფრენით ახმეტის საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

მესაზღვრეებს ხმა უნდა მიეცათ სოფელ ქვემო ალვანში #14 უბანზე.

„დაფიქსირდა 28 განცხადება, მაგრამ ვინაიდან  20 ოქტომბერს უკვე ოფიციალურად დაიკეტა თუშეთის გზა ჩვენ ვერ ვახერხებთ აღნიშნულ უბანზე გასვლას. აქედან  28 განცხადებიდან ჩვენ გვყავს 24 სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა პოსტებზე განთავსებულები არიან სადაც ფეხით არის სავალი, დიდი სავალია,“-განაცხადეს ახმეტის საოლქო კომისიაში. 

დღის ამბები