დარღვევა ქუთაისში, 118-ე საარჩევნო უბანზე და გარდაცვლილი პიროვნება სამაგიდო სიაში - გარდაცვლილი პირი მისმა დედამ აღმოაჩინა, რომელიც მისი თქმით 5 წლის წინ დაიღუპა.
ამის შემდეგ, ქალბატონმა მისი შვილის გვარი იმ სიებში გადაამოწმა, რომელიც საარჩევნო უბნის შესასვლელთან არის გამოკრული, თუმცა გარდაცვლილი პირი იქ უკვე აღარ ფიქსირდებოდა.
როგორც აღმოჩნდა, სამაგიდო სიებსა და უბნის გარეთ გამოკრულ სიებს შორის სხვაობაა.
„მოვკარი ჩემი შვილის სურათს თვალი, დავხედე და ჩემი შვილის გვარი და სახელი, დავით ლომსაძე წერია. შვილი მყავს 5 წლის გარდაცვლილი,“ - განაცხადა ქალბატონმა.
საარჩევნო უბნის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მას უფლებამოსილება არ აქვს საჩივარო დაწეროს მსგავსი შემთხვევების დროს.