დაპირისპირება ლაგოდეხში - ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატები გააკრეს. ენმ-ს წევრებმა მათ მიუთითეს, რომ სააგიტაციო მასალების განთავსება საარჩევნო უბანთან კანონით იყო აკრძალული, რასაც მოჰყვა დაპირისპირება.