17 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
"სოფლის რწმუნებული ვარ სამუშაო საათებში, ახლა რწმუნებული არ ვარ," - გაყალბების მცდელობები ზუგდიდში

დარღვევები ზუგდიდში -"საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" დამკვირვებელი აცხადებს, რომ მან პირადად  დააფიქსირა თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კონვერტები. მისი განმარტებით იყო დაახლოებით 5 კონვერტი. მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა ფაქტზე რეაგირება მოახდინა, მას კომისიის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა სთხოვა მომხდარზე თვალი დაეხუჭა რეაგირება არ მოეხდინა. საუბარია ზუგდიდის რაიონის სოფელი ინგირში მდებარე  #94 საარჩევნო უბანზე.

„საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა დაახლოებით 5 კონვერტი ჩააგდო ძირითად საარჩევნო ყუთში,“ - აცხადებენ საარჩევნო უბანში მყოფმა დამკვირვებლებმა.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე კი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა მოხდა.

ინციდენტი მოხდა სოფელ ტყაიაშიც, სადაც ერთ-ერთი ამომრჩევლის მტკიცებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სოფლის რწმუნებული მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა. თავად სოფლის რწმუნებული აცხადებს რომ მნიშვნელობა არ აქვს ნასვამია თუ არა რადგან დღეს არასამუშაო დღეა. 

"სოფლის რწმუნებული ვარ სამუშაო საათებში და ახლა მე დღეს რწმუნებული არ ვარ,"-განაცხადა სოფლის რწმუნებულმა. 

დღის ამბები