"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნებში უპირობოდ მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და იმარჯვებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე",- ამის შესახებ განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელაიმ გააკეთა.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ჩატარებული ბრიფინგის დროს ნიკა მელიამ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც ამ დროისთვის დაფიქსირდა.
მისი თქმით, ამ მასშტაბების დარღვევები ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ჰყოფნის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
„მთელი ქვეყანა მთელი დღის განმავლობაში ადევნებს თვალს როგორ არის ჩართული ადმინისტრაციული რესურსი გამგებლებისა და მერების ჩათვლით. როგორ ატრიალებენ ამ კარუსელს, როგორ არიგებენ ფულს, როგორ ძალდატანებით მიჰყავთ ადამიანები საარჩევნო უბნებზე და ამ ყველაფერის მიუხედავად მარცხდება სახელისუფლებო კანდიდატი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით ახლა აუცილებელია, რომ არ მიეცეს საშუალება "ქართულ ოცნებას" რომ გააყალბოს არჩევნები. ენმ-ს ლიდერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.