17 ნოემბერი 2024,   09:51
ვრცლად
„თქვენ ხართ ქალაქის მერი, აქ ყოფნის უფლება არ გაქვთ, გაბრძანდით უბნიდან" - შელაპარაკება ხატია დეკანოიძესა და ყვარლის მერს შორის

დარღვევები კახეთში - დამკვირვებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ლაგოდეხსა და ყვარელში აგიტაციაზე საუბრობენ, რომელსაც მათი ინფორმაციით, ძირითადად „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ეწევიან.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ყვარელშიც დაფიქსირდა. ადგილზე მისულ მერს როსტომ სესიაშვილს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდა. მან როსტომ სესიაშვილს მოსთხოვა დაეტოვებინა საარჩევნო უბნის ტერიტორია.   

„თქვენ ხართ ქალაქის მერი, არღვევთ კანონს, ვერ მიჩვენებთ ვერც ერთ მუხლს და მითითებას კანონში სადაც თქვენ გაქვთ აქ ჰყოფნის უფლება. ამიტომ უნდა გაბრძანდეთ და დატოვოთ საარჩევნო უბანი,“- მიმართა ხატია დეკანოიძემ როსტომ სესიაშვილს, რაზედაც მან ენმს-ს წევრს უპასუხა რომ მას არ ეკრძალება საარჩევნო უბანზე ყოფნა.

„ჩვენ, რომ ვცემთ კანონს პატივს, ეგეთი უნდა. 9 წელიწადი ზურგზე გაქვთ მოკიდებული და ჩვენა გვყავს ფარცხალაძე კაცო?!,“-განაცხადა ყვარლის მერმა. 

ხატია დეკანოიძის მტკიცებით, მერი დილიდან სხვადასხვა უბნებზე დადიოდა და აგიტაციას ეწეოდა. 

დღის ამბები