17 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის აგიტატორების მობილიზება კაბალაში - ოპოზიციის მტკიცებით #35 საარჩევნო უბანზე აგიტაციას ღიად ეწევიან

„სიცივეს აკავებს, სიცხეს აკავებს“- ასე პასუხობენ „ქართული ოცნების“ აგიტატორები და კოორდინატორები კითხვას, რატომ აცვიათ მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისურები საარჩევნო უბნებზე, მაშინ როდესაც ამას კანონი კრძალავს.

საუბარია ლაგოდეხის რაიონების სოფელ კაბალიაში მდებარე  #35 საარჩევნო უბანზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის მომხრეებს ადგილზე სააგიტაციო ატრიბუტიკა აქვთ მიტანილი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილი აქვს აგიტაციას თავად საარჩევნო უბნებშიც.

„დგანან და ამ მოსასხამით და კეპებით პირდაპირ კორიდორში ატარებენ ამომრჩეველს. მიმდინარეობს არნახული ზეწოლა მაგრამ ეგ ამათ არ უშველის. ესენი არიან დამთავრებულები დღეს,“- აცხადებს ოპოზიციის წარმომადგენელი.

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა ხდება გარეთ, თუმცა აგიტაციას ადგილი საარჩევნო უბანში არ ჰქონია.

„გარეთ ვინ რას გააკეთებს ეგ მე არ ვიცი, მე არ მაქვს უფლება უბნის გარეთ ვინმეს შენიშვნა მივცე. მაგრამ უბანში აგიტაციას ვერავინ ვერ გაწევს და ძალიან მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობს. არანაირ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია,“-აცხადებს საარჩევნო უბნის  კომისიის თავმჯდომარე. 

დღის ამბები