ლაგოდეხის თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იმყოფებიან. მათ თან აქვთ სპეციალური სიები და აწარმოებენ აღრიცხვას ვინ მივიდა არჩევნებზე და ვის მისცა ხმა. მათი დიდი ნაწილი კამერების გამოჩენისთანავე სიებს მალავს და უარყოფს რომ საარჩევნო უბანზე კონკრეტული დავალებით იმყოფება, თუმცა "კურიერის" კამერამ შეძლო რამდენიმე კოორდინატორის ჩაწერა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ დავალება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან მიიღეს.
„840 კაცი უნდა მოვიყვანოთ, 6 აგიტატორი ვართ. მიდიან ოჯახში და მოაქვთ ამომრჩევლები,“- აცხადებს ერთ-ერთი კოორდინატორი, რომელიც კითხვაზე ვისი წარმომადგენელია პასუხობს, რომ ეს არის „ქართული ოცნება.“
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამომრჩეველზე ახდენს „ნაციონალური მოძრაობა“ და არა მმართველი პარტია.