29 სექტემბერი 2024,   13:30
ვრცლად
სრული მობილიზაცია "ქართული ოცნების" ოფისში - პარტიაში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

„ქართული ოცნების“ ოფისში ამ დროისთვის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ადგილზე იმყოფებიან როგორც „ოცნების“ მაღალჩინოსნები ასევე პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.

აშკარად შეინიშნება, რომ "ქართული ოცნების" წევრები ნერვიულობენ, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი საათის განმავლობაში არაერთი მოწოდება გაკეთდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისამართით. პარტიის ლიდერები მოუწოდებენ მათ რომ იაქტიურონ, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს. 

დღის ამბები