საარჩევნო უბნები დაიხურა და ახლა ცესკოში საარჩევნო უბნიდან ოქმებს ელოდებიან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მონაცემების შეჯამება. საქართველოში რეგისტრირებულია სულ 3 518 887 ამომრჩეველი.
5 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 36.18%-მა. რაც მილიონ სამასი ათასზე მეტი ადამიანია.
უახლოეს წუთებში ცესკო ოფიციალურ ბრიფინგს გამართავს. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე გაირკვევა 8 საათის მონაცემები.