სოფელ ბეჟანოში, ახალქალაქის 46-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სხვისი ნივთის დაზიანებას.
გაერთიანებული ოპოზიციიდან კომისიის წევრის, გოჩა ტალახაძის მტკიცებით, მან დაინახა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც უბანზე პირადობის მოწმობების გარეშე შევიდნენ და ხმა მისცეს, ეს ყველაფერი კი მობილურ ტელეფონზე დააფიქსირა. ამის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ სომხურ ენაზე მას ტელეფონის გამორთვა მოსთხოვა, მოგვიანებით კი მობილური წაართვა და დაამტვრია.