17 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს

გვიან ღამით, მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა სიმბოლურად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბთან. 

ამ ფორმით, მათ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების წინასწარი შედეგები მიუსამძიმრეს.

მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, ამ არჩევნებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ვინც ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს. 

დღის ამბები