მსოფლიო მედია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. არჩევნების მეორე ტურის შესაძლო ჩატარების შესახებ ინფორმაცია "Reuters"-მა, პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე გაავრცელა.
პუბლიკაციაში წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის უფლებამოსილება დაასუსტა ძალაუფლება კი პრემიერ-მოინისტის კაბინეტს მიანიჭა, თუმცა ეს პოსტი კვლავ მნიშვნელოვანია მტკიცე პრო-დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველოსთვის. ქვეყნისთვის, სადაც 10 წლის წინ რუსეთი შეიჭრა და ამ დრომდე მხარს უჭერს სეპარატისტებს მის ორ რეგიონში.
"ძირითადად ფორმალური პრეზიდენტობა განიხილება როგორც გადამწყვეტი ტესტი მმართველი "ქართული ოცნებისთვის" - წერს "Deutsche Welle." გავლენიანი გერმანული გამოცემა თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში განიხილება, როგორც რეფერენდუმი, არაპოპულარული მმართველი პარტიისთვის.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩვნები საქართველოში - "BBC", "The new-yourk times", "Washington post", "Euronews"-მა და სხვა გავლენიანმა მედია საშუალებებმაც გააშუქეს.