ინდონეზიაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც ავიაკატასტროფის შედეგად 188 დაკარგულ ადამიანს ეძებენ.
სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737, დედაქალაქ ჯაკარტიდან აფრენიდან 10 წუთში რადარებიდან გაქრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაკომპანია "The Lion air" კუთვნილი ბორტის ჩამოვარდნას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს.
ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა გადარჩენილები. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ფოტოსურათბი გამოაქვეყნა, რომელშიც სადაც თვითმფრინავის ნამსხვრევები და მგზავრების პირადი ნივთები ჩანს.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.