17 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
"მთავარი ამოცანაა სალომე ზურაბიშვილის დამარცხება... ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს შეუძლია გრიგოლ ვაშაძეს" -ელენე ხოშტარია

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა შეძლოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანება-ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ გააკეთა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო კანდიდატმა გამარჯვება ვერც  მეორე ტურში მოახერხოს, ამიტომ ყველა ვაშაძის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

„ჩვენ ძალიან სერიოზული განსხვავებები გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან,“ ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა. ამასთანავე დღეს მთავარი ამოცანა არის სალომე ზურაბიშვილის დამარცხება. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს შეუძლია გრიგოლ ვაშაძეს და შესაბამისად ჩვენ დავიწყებთ მასთან კონსულტაციას ამ საერთო ამოცანისთვის, როგორ დავამარცხოთ სალომე ზურაბიშვილი. რა ფორმებს მიიღებს ეს, ჩვენ გაცხადებული გვქონდა ჩვენი ამომრჩევლისთვის მათ შორის იმ შეთანხმებით, რომ მეორე ტურში ჩვენ დავუჭერდით მხარს ნებისმიერი კანდიდატს, რომელიც იქნება პირველ ადგილზე. ნებისმიერი ოპოზიციის ამოცანა  თუ ის არის რეალური ოპოზიცია, არის ხელისუფლებასთან ბრძოლა, ხელისუფლების შეცვლა, ხელისუფლების დამარცხება. დღეს ეს არის კიდევ უფრო  მწვავე სიტუაცია. იმიტომ  რომ ეს ხელისუფლება არის თავგასული ხელისუფლება ფარცხალაძით, მირზა სუბელიანით, სარალიძის დაჭერით. ეს არის მწვავე კრიზისში მყოფი ხელისუფლება,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველო" პირველი იყო, ვინც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

დღის ამბები