17 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
უკანონო მშენებლობა და გაყალბებული ხელმოწერები - აქცია პროკურატურასთან

მეტროსადგურ "ვაჟა-ფშაველას" მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები,  8 სართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების  განცხადებით, თავის დროზე მათი ხელმოწერები გააყალბეს და მშენებლობა მოსახლეობის ნებართვის გარეშე, სამშენებლო ნორმების დარღვევებით დღემდე მიმდინარეობს.

აღნიშნულზე საქმე სააპელაციო სასამართლოშია. მოქალაქეები მთავარ პროკურატურასთან, შენობის დემონტაჟსა და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ.

"პროკურატურამ აღნიშნული საქმე გადაუგზავნა ქალაქის პროკურატურას და საქმე ფაქტიურად დამთავრებულია, იმდენად, რამდენადაც გამოვლენილია მთელი რიგი უხეში დარღვევები, ანუ კანონდარღვევაზეა საუბარი. ეხლა მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას, მაგრამ ვიტყვი, რომ გამოვლენილია დოკუმენტის გაყალბება, დევს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც იქნა გამოყენებული უკანონო მშენებლობის საფუძვლად არის გაყალბებული," - აცხადებს ადვოკატი, ზაზა შერმადინი. 

დღის ამბები