17 ნოემბერი 2024,   09:53
ვრცლად
"შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება"-რესპუბლიკური პარტია ზურაბიშვილის პირველ ტურში დამარცხების მიზეზებზე საუბრობს

„რესპუბლიკური პარტია“ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერას უცხადებს. თამარ კორძაიას განცხადებით საზოგადოების სურვილია, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ოპოზიციური ძალა. მისივე თქმით სალომე ზურაბიშვილის დამარცხებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის იყო მისი გამაღიზიანებელი განცხადებები.

„საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მოვიდეს საპრეზიდენტო ხელისუფლებაში. "რესპუბლიკური პარტია" თვლის, რომ საზოგადოებას უნდა გაუწიო ანგარიში და ჩვენ ჩვენი რესურსებით  მხარს დავუჭერთ. რა ფორმები ექნება ამას და როგორ იქნება ამაზე მომავალში ვილაპარაკებთ. მისი ინტერვიუ იყო ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ კიდევ უნდა ასწავლოს ჭკუა საზოგადოება. ჩვენ გვაქვს მოქალაქეებთან შეხება, რომელიც სწორედ ამ ინტერვიუთი იყვნენ აღშოთებული. სარალიძის დაკავებაც იყო  ბოლო წერტილი და ა.შ. შეცდომას შეცდომაზე უშვებდა ხელისუფლება,“-განაცხადა თამარ კორძაიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები