29 სექტემბერი 2024,   13:23
ვრცლად
მტკვარში BMW-ს მარკის ავტომობილი გადავარდა

BMW-ს მარკის ავტომობილი ვახუშტის ხიდთან, მდინარე მტკვარში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მძღოლმა, რომელიც ავტომობილში მარტო იმყოფებოდა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, რის შემდეგაც იგი, სამაშველო ბრიგადის სამსახურმა მდინარიდან ამოიყვანა.

მას პირველადი დახმარება სასწარფო-სამედიცნო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა. დაშავებულის ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.

დღის ამბები