17 ნოემბერი 2024,   09:49
ვრცლად
„არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლებ მობილიზაციის მიზეზია ის, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი"-კახა კალაძე

შედეგს, რომელიც დაიდო, ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზები - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა. პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით,  იმან რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი, შეასუსტა ამომრჩევლის მობილიზაცია.

„არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლებ მობილიზაციის მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალურ კონცენტრაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნებში,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები