17 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
ყველა მინუს ერთი - გაერთიანებული ოპოზიცია მთელ ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციებზე იწვევს

ყველა მინუს ერთი - გაერთიანებული ოპოზიცია მთელ ოპოზიციურ სპექტრს კონსულტაციებზე იწვევს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ერთიანობით ისინი შეძლებენ საბოლოოდ „ქართული ოცნების“ და მისი რჩეული კანდიდატის დამარცხებას.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა „ევროპულ საქათველოს,“ ბატონ დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის  პოლიტიკური ჟესტი გააკეთა გუშინ და დიდი მადლობა ვუთხრა რესპუბლიკურ პარტიას, რომელის წარმომადგენლებსაც გუშინ, გვიან ღამით შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ რომ დანარჩენი პარტიებიც ამას მალე გააკეთებენ უკვე და ეს იქნება ყველა მინუს ერთი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ ძალასთან დღეიდან დაიწყება.

„ჩვენ დღის მანძილზე რა თქმა უნდა გვექნება ყველასთან კონსულტაცია. ჩვენი განაცხადი არის ყველა მინუს ერთი. ანუ კარი ყველასთვის ღიაა. ყველას შევხვდებით, ყველას დაველაპარაკებით, ყველასთან გვექნება კონსულტაციები და მსჯელობა,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები