ეს არის ყველა იმ იდეალის და ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა, რისთვისაც ისინი ოდესმე ერთი დღით მაინც ქუჩაში გამოსულან თუ სადმე სხვაგან უბრძოლიათ - ასე ეხმაურება ეკა ბესელია იმ კანდიდატების განცხადებებს, რომლებმაც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე მხარდაჭერა გამოუცხადეს გრიგოლ ვაშაძეს. ეკა ბესელიას განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ იყო შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს მესამე ან მეოთხე კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, მეორე ტურში ეს შესაძლებლობა დაკარგულია მათთვის. მისივე თქმით ახალა ამ მოქალაქეებს ალტერნატივა აღარ აქვთ და არჩევანი უნდა გააკეთონ წარსულსა და მომავალს შორის.
„მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა. აქ არის შავი და თეთრი. წარსული და მომავალი. აი ეს არის დღეს გაცნობიერებული არჩევანის წინაშე მდგომი ჩვენი მოქალაქე,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველი გუნდში აცხადებენ, რომ იმ კანდიდატებისთვის ვინც მხარი დაუჭირეს გრიგოლ ვაშაძეს მსგავსი საქციელი ახალი არ არის.
„ხან აქ იყვნენ, მერე საითკენაც ამინდი იქნება იქით წავლენ. მათ ჩათვალეს, რომ მოვიდა ეს პოლიტიკური ამინდი და აქეთ არ არის და ალბათ მისასვლელი გზა იქით უფრო ადვილია,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არ მოიპოვა წარმატება, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ცუდ შედეგს.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა "ევროპულმა საქართველომ" და "რესპუბლიკურმა პარტიამ."