17 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
"არ ვართ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი"-მმართველი გუნდი სამეგრელოში დამარცხებას აღიარებს

„ქართული ოცნება“ სამეგრელოში დამარცხებას აღიარებს. ჯერ კიდევ გუშინ, მასშემდეგ რაც პირველადი შედეგები გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ შტაბი ზუგდიდში დაიხურა და მედიამ მმართველი პარტიის წევრებთან გასაუბრება მხოლოდ დღეს შეძლო.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ არჩევნების ამ შედეგით "ქართულმა ოცნებამ" მიიღო მოსახლეობის გზავნილი.

„ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ  რომ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტით თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც უდაოდ უნდა მივიჩნიოთ ქართული ოცნების ხელისუფლების დამსახურებად. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ არჩევნების შედეგებით კმაყოფილი. ამ შედეგების ანალიზი საფუძვლიანად გაკეთდება. ამ შედეგებით  იკვეთება, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენ გამოგვიგზავნა გზავნილი. რომელსაც ჩვენ აუცილებლად წავიკითხავთ,“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

სამეგრელოს 107 უბნიდან თითქმის ყველგან გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. 

დღის ამბები