ერთ-ერთი რეგიონი, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმარჯვა, სამეგრელოა. 107 უბნიდან თითქმის ყველგან გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მას გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მისივე თქმით ხელისუფლებამ მიიღო პასუხი მოსახლეობისგან ყველა იმ უკანონობის გამო, რასაც ჩადიოდა ბოლო 6 წელი.
„ქართულმა ოცნებამ" და სალომე ზურაბიშვილმა პირწმინდად წააგო. განსაკუთრებულად ეს მოხდა ზუგდიდში და საინტერესოა, რომ 2017 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ ზუსტად იგივე ანუ შეტრიალდა. რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო ხმები შარშან, ის მიიღო ამ შემთხვევაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ეს არის გუნდა, რომელიც უკვე დაგორებულია და ზვავად ყალიბდება. "ქართული ოცნება" უნდა მიხვდეს ერთ რამეს რომ მმართველობა მათი ამოწურულია. მათ ხალხმა გასაგებად უთხრა, რომ ისინი უნდა ჩამოსცილდნენ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ცვლილებების დროა,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.