17 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
ზუგდიდის საოლქო კომისიაში 18 საჩივარი შევიდა

ზუგდიდის საოლქო კომისიამ 107 უბნის მონაცემები ცესკოს უკვე გადაუგზავნა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ხმები მთლიანად დათვლილია. 

„წინასწარ შედეგებზე ოქმის შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ ყველა უბნის მონაცემი არის დათვლილი 107-ვე საარჩევნო უბანზე, შესაბამისად კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 48 717 ამომრჩეველს, რაც პროცენტულად 40,39 %-ია. რაც შეეხება საჩივრებს, სულ 18 საჩივარი არის რეგისტრირებული ამ ეტაპზე ოლქში,“-განაცხადა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

რამდენადაც ცნობილია 107 საარჩევნო უბნიდან თითქმის ყველგან გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები