„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა,“-ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის პროცესი დაიწყო და ახლა ის ბოლომდე უნდა მიიყვანოს საზოგადოებამ.
„დღეს არ არის იმის დრო ვიწუწუნოთ იმაზე ვინ რომელ ადგილზე მოხვდა. მთავარი ისტორიული პრეცედენტი დაიწყო. ხალხი თვითონ შეუდგა ივანიშვილის კორუმპირებული ძირგამომპალი ნარკორეჟიმის შეცვლას. მთავარია ახლა ეს პროცესი გაგრძელდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით და ეროვნული თანხმობის ერთიანი მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნით და ეს იქნება უვე ნამდვილი გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილი.