29 სექტემბერი 2024,   13:37
ვრცლად
თბილისის ზოოპარკში სპილო ”გრანდისთვის” ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს

თბილისის ზოოპარკში სპილო ”გრანდისთვის” ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია მიმდინარეობს. ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი  ჩამოვიდნენ. ასევე, თბილსიში იმყოფება  ზოოპარკის მენტორიც. ამ ეტაპზე უცნობია, რა დრო დასჭირდება დაჩირქებული ეშვის ამოღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის სპილო ”გრანდის” ჯანმრთელობას. ოპერაციაზე უცხოელ ექიმებთან ერთად, ქართველი ვეტექიმებიც იმუშავებენ. ოპერაციას ესწრება BBC-ს გადამღები ჯგუფი, რომლის ახალ სერიალში ”დიდი ცხოველების ოპერაციები” გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. 

დღის ამბები