17 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
"მიუღებელია ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან" - ნათია მეზვრიშვილი ახალქალაის ინციდენტზე ოპოზიციას პასუხობს

მიუღებელია ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან და რაღაც ვადების დაწესება - ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო ოპოზიციის საპასუხოდ გააკეთა. დეპუტატებმა საგამოძიებო უწყებას ახალქალაქის ინციდენტთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს და ამისთვის კონკრეტული ვადაც მისცეს. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით გამოძიებას სჭირდება დრო. მისივე თქმით პრობლემაა ისიც რომ დაზარალებულები არ ცხადდებიან გამომძიებლებთან მითითებულ დროს და არ აძლევენ ჩვენებას.

„გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები. იმისთვის რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში კონკრეტული პირები მიეცნენ, ამისთვის საჭიროა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამ საგამოძიებო  მოქმედებებს სჭირდება დრო და გაწერილია შესაბამისი პროცედურები რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა ჩავატაროთ. მიუღებელია ასეთი განცხადებები იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები არ თანამშრომლობენ. არ თანამშრომლობენ, არ ცხადდებიან გამომძიებელთა მიერ მითითებულ დროს,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები