იუსტიციის მინისტრი მართველი გუნდის წევრების მიერ გავრცელებული მუქარის შემცველ განცხადებებში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება.
„შევეგუოთ იმას, რომ ყველა დეპუტატს იქნება ეს „ქართული ოცნება,“ „პატრიოტთა ალიანსი“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენი უფლება არის, რომ ჩვენი აზრი გამოვხატოთ და ვალდებულებაა, რომ განსხვავებული აზრი მოვისმინოთ და მერე მედია რა თქმა უნდა ყველანაირ მოსაზრებას ავრცელებს,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
გედევან ფოფხაძის მიერ დაანონსებული სამოქალქო დაპირისპირების შემდეგ, რასაც ახალქალაქში ოპოზიციის წარმომადგენლების ცემა მოჰყვა, ოპონენტებს კბილების ჩალეწვით კიდევ ერთი დეპუტატი დაემუქრა. „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ისედაც მაქსიმალურს ითმენს და მზად არის "ნაცებს" კბილები ჩაულეწოს."