17 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
კარალეთში დასახლებული დევნილებისთვის დაგროვილი დავალიანების გამო, გაზის ჩაჭრა დღეს დაიწყეს  

დევნილებისთვის, წლების მანძილზე დაგროვილი დავალიანების გამო, გაზის ჩაჭრა დღეს დაიწყეს. კარალეთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში ყვებიან, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ დაპირდნენ დავალიანების დაფარვას, თუმცა მოატყუეს. 

მოსახლეობამ დღეს ”სოკარ გაზის” წარმომადგენლებს არ მისცა საშუალება, რომ გაზის მიწოდება შეეწყვიტათ და მათთან დავალიანების ეტაპობრივ დაფარვაზე შეთანხმდნენ.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი აცხადებენ, რომ დევნილთა დასახლებაში წაგებული უბნების გამო ხელისუფლებამ სადამსჯელო ოპერაციები დაიწყო.

„არჩევნების წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები დადიოდნენ და დევნილ მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ მათ ბუნებრივი აირის გადასახადი არ ექნებოდათ. როდესაც დადგა შედეგი და აქ ხელისუფლების კანდიდატმა წააგო, უკვე მეორე, მესამე დღეს, სოკარი გაზის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დადიან  და ოჯახებს ეუბნებიან, რომ ჩაგიჭრით ბუნებრივ აირს, თუ არ გადაიხდით,“ - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა. 

 

 

დღის ამბები