დედაქალაქის მერია ახალ რეგულაციაზე მუშაობს, რომელიც ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციებს გულისხმობს. გამკაცრდება მშენებლობების შეფუთვის, სამშენებლო მასალების განთავსებისა და ტრანსპორტირების ნორმები.
კანონპროექტი პარლამენტს საგაზაფხულო სესიისთვის გადაეგზავნება და დამრღვევები ჰაერის დაბინძურებისთვის უკვე მომავალი წლიდან დაჯარიმდებიან.
„ეს პაკეტი უკვე მომზადებულია, ჩვენ უახლოეს მომავალში გადავცემთ ამას პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ეს ცვლილებები განვახორციელოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.