17 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს - ნათია მეზვრიშვილი "ოცნების" დეპუტატებს პასუხობს

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს -ასე ეხმაურება შს მინისტრის მოადგილე, მართველი გუნდის წევრების ერთი ნაწილის მოთხოვნას. საუბარია ლევან კობერიძის ინიციატივაზე, რომელმაც ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, კანონპროექტის გაწვევა მოითხოვა. დეპუტატებმა მიზეზად არჩევნების პირველი ტურის ცუდი შედეგები დაასახელეს და აღნიშნეს, რომ სწორედ ამ კანონპროექტის გამო არ დაუჭირეს მხარი მოქალაქეებმა მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატს. 

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა არ იგეგმება. თუმცა გაიწვევენ თუ არა დოკუმენტს, ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული.

კულტივაციასთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვა არის გადადებული. გადადებულია განუსაზღვრელი ვადით. გასაგებია, დეპუტატებმა, საუბარია 4 დეპუტატზე, რომლებმაც გუშინ ეს ინიციატივა წარმოადგინეს გაწვევის შესახებ, მაგრამ მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს კანონპროექტი იქნება გაწვეული, იქნება გაწვეული. მაგრამ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის საკითხი დღის წესრიგში არ საერთოდ დგას. ამიტომ ეს რაღაც შფოთვები ამ საკითხთან დაკავშირებით არის სრულიად უადგილო,“-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

დღის ამბები