თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის წევრებზე ახალქალაქში - ამ წუთებში ძალადობის დროს დაზარალებულებთან დაკითხვა მიმდინარეობს.
სამკურნალო დაწესებულებაში გამომძიებლები მივიდნენ. რა შეკითხვების ექნებათ სამართალდამცველებს დაზარალებულებთან უცნობია. მათ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრებზე ახალქალაქში გუშინ მოხდა. ოპოზიციის წევრებს „ქართული ოცნების“ დეპუტატები ენზელ მკოიანი და მისი 20 კაციანი დაჯგუფება გაუსწორდა.