ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული მერაბ მორჩაძის სასამართლო პროცესი გრძელდება. მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზემოქმედება ედება ბრალად.
პროკურატურამ დღეს სასამართლოზე, საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ლუკა კალანდია დაკითხა.
მას მედიასთან კომენტარია რ გაუკეთებია, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ მერაბ მორჩაძემ კალანდიას თანხა ნამდვილად გადასცა. უფლებადამცველის შეფასებით, თანხის გადაცემა მოწმეზე ზემოქმედებას არ უკავშირდება და მორჩაძემ მას მხოლოდ ფინანსური დახმარება გაუწია.
„მისი ჩვენებით, ფაქტიურად დადასტურდა ერთის მხრივ ის ფაქტი, რომ გარკვეული სახის თანხა დახმარების მიზნით გადაცემული არის ოჯახზე, თუმცა აქ არის მთავარი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ბრალდების მიერ გამოკითხული ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებით, დადასტურებულია, რომ ეს არ იყო ვინმეს მოსყიდვის ფაქტი, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები, ნათესავები ერთმანეთს ეხმარებიან და სწორედ ამ მიზნით იქნა თანხა გადაცემული,“ - განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.