17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ძლიერი ხანძარი რუსთავში - ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ ბაზარს ცეცხლი მოეკიდა

ძლიერი ხანძარი იყო გვიან ღამით რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარედ, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტზე არსებულ დახლებს გაუჩნდა და დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობზე გავრცელდა. დაიწვა გასაყიდი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი. მოვაჭრეების ვერსიით, ხანძარი უცხო პირებმა გააჩინეს. კიდევ ერთი არაოფიციალური ინფორმაციით კი ბაზრის ტერიტორიაზე მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რამაც ცეცხლი გააჩინა. დაზიანება არავის მიუღია, მაგრამ საავადმყოფოში გადაიყვანეს სავაჭრო ობიექტის დაცვის წარმომადგენელი, რომელსაც რთული ემოციური ფონი აღენიშნებოდა.

დღის ამბები