17 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
მუქარა ეკა გიგაურის მიმართ - TI-ის ხელმძღვანელს, თბილისის მთავარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხავენ

ვინ ემუქრება ეკა გიგაურს? ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. დღეს კი "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს თბილისის მთავარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხავენ. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების დაწყების მოთხოვნით 16 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სოციალური ქსელით მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. ბილწსიტყვაობის გარდა, ავტორის ფრაზეოლოგია ძალიან ჰგავდა იმ განცხადების შინაარსს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის მისამართით გამოიყენა, როცა ისინი ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენია. მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნა ეკა გიგაურის ტელეფონზე დროშიც სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გაკეთებას ემთხვევა.

დღის ამბები