02 ივლისი 2024,   10:55
ვრცლად
ავიაკატასტროფა ინდონეზიის სანაპიროსთან - მყვინთავებმა შავი ყუთი იპოვეს

მაშველებმა ინდონეზიის სანაპიროსთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს,- ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მყვინთავებმა, რომლებიც ინტენსიური სამძებრო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა მონაწილეობენ, თვითმფრინავის ბორტჩამწერი სპეციალური აპარატურის მეშვეობით აღმოაჩინეს.

მაშველებმა შავი ყუთი წყლის ზედაპირზე ამოიტანეს. ჩანაწერების შესწავლა გამოძიებას ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.

დღის ამბები