04 ივლისი 2024,   13:06
ვრცლად
კარიბის ზღვის ქვეყნებზე დამტყდარმა ქარიშხალმა "ბერილმა", სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - BBC

კარიბის ზღვის ქვეყნებზე დამტყდარმა ქარიშხალმა "ბერილმა", სულ მცირე, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

როგორც BBC წერს, ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და დროებით თავშესაფრებში არიან მოთავსებული.

ქარიშხალს მე-5 კატეგორია მიენიჭა და ის ამჟამად იამაიკისკენ მიემართება. მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი ერთ კვირაში მექსიკამდე მიაღწევს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებში ჩანს, რომ ქარიშხლის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მოქალაქეები ნანგრევების გასუფთავებას და საკუთარი ნივთების გადარჩენას ცდილობენ.

დღის ამბები