რუსეთმა საქათველოს მიმართ აწარმოა დაპყრობითი ომი - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთიან კონტექსტში უნდა განიხილებოდეს უკრაინასთან.
სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა უშიშროების საბჭოს მნიშვნელობას და თქვა, რომ მაშინ როდესაც ახალი კონსტიტუციით უშიშროების საბჭო უქმდება, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ახალი სტრუქტურა, რომელიც მას ჩაანაცვლებს.
„წყვეტს ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო. არ შეიძლება ქვეყნის არც ერთი დღით დატოვება ასეთი სტრუქტურის გარეშე. მინდა მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ ინტენსიურად ის დაპირება, რომელიც იქნა მიცემული, რომ უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს ახალი სტრუქტურა იქნას აღსრულებული და ასეთი სტრუქტურა დახვდეს ახალ პრეზიდენტს და ახალ კონსტიტუციას,“-განაცხადა გიორგი მარგველაშივიმა.