17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"სახეზე გვაქვს სერიოზული პროვოცირება შეჯახების" - გია ვოლსკი ახალქალაქის ინიცდენტზე საუბრობს

სახეზე გვაქვს სერიოზული პროვოცირება შეჯახების - ასე აფასებს ახალქალაქში ოპოზიციაზე მომხდარ თავდასხმას მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი. როგორც პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები.

"ახალქალაქის ინციდენტი უნდა განიხილოს იმან, ვისაც ეხება ეს საკითხი. არის ძალიან სერიოზული თემა და რის საკითხი, როდესაც სახეზე გვაქვს სერიოზული პროვოცირება შეჯახების და არის კიდევ კოდექსი სისხლის სამართლის და არის რაღაც გარკვეული წესები საარჩევნო,"-აცხადებს გია ვოლსკი.

შემთხვევა ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და 20-მდე პირი. ოპოზიციის წევრებმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღეს, რომ მათი ნაწილის გადმოყვანა თბილისის კლინიკებში გახდა საჭირო. 

დღის ამბები