ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, “ჯაველინები” რუსეთს არ გადასცეს. ელიზაბეთ რუდის განცხადებით საქართველოს და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით.
„ამერიკას და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ საქართველოს უნარში პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნოლოგიები. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართესთან,“-განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ.
აშშ-ს ატაშე კი ამბობს, რომ ვაშინგტონი ენდობა საქართველოს და იცის რომ სისტემა ჯაველინებს და სხვა თავდაცვით ტექნოლოგიების უსაფრთხოებას ქვეყანა სათანადოდ იცავს.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სისტემა ჯაველინების და სხვა თავდაცვით ტექნოლოგიების უსაფრთხოებას სათანადოდ იცავენ. შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ ენდობა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას,“-განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ატაშემ ჯეფ ჰართმენიმ.
ინფორმაცია რიფორტ ბლოგის საიტზე გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, “ჯაველინები” რუსეთს არ გადასცეს.