17 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
"მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე"- ეკა გიგაური გამოკითხვაზე იმყოფება

ეკა გიგაურს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხავენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი გამომძიებელს მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების მიღების ფაქტზე ინფორმაციას მიაწვდის. ეკა გიგაურმა შსს-ს გამოძიების მოთხოვნით თავად მიმართა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ეკა გიგაურმა განაცხადა, ის დეტალურად მიწვდის გამომძიებელს ინფორმაციას იმ ფეისბუქ გზავნილთან დაკავშირებით, რომელიც მან პირად შეტყობინებაში მიიღო და რომელიც მუქარის გარდა, შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსსაც.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, სადაც იგი ეძახდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ფაშისტებს, ამის შემდეგ გარდა იმისა რომ ძალიან ბევრი აგრესიული გზავნილი მივიღე ჩემს ფეისბუქზე, ასევე მივიღე მუქარის გზავნილიც. და ზუსტად ამის გამო მივმართე საგამოძიებო ორგანოებს რომ ეს საკითხი გამოიძიონ. ამ მუქარაში გამოიყენებოდა ზუსტად ის სიტყვები, რომელსაც იყენებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ამას კიდევ ემატებოდა მუქარის შემცველი სიტყვები,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები